1740411445
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების დაწყების დრო ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სააღდგომოდ კი მოსწავლეები 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
რაც შეეხება სასწავლო წლის დასასრულს, ოფიციალურად 15 ივნისია განსაზღვრული. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება.
2023 წელს 20 და 27 მაისი შაბათი დღეა, შესაბამისად, მე-12 კლასი სწავლას 19 მაისს, ხოლო პირველი კლასი, 25 მაისს დაასრულებს, რადგანაც 26 მაისი ოფიციალურად უქმე დღეა.