ანონსის მიუხედავად, ეთერში არ გავიდა თურქული სერიალი, რომელშიც ნანა სტამბოლიშვილი თამაშობს - რა მოხდა სინამდვილეში

ნანუკა და ჰალილი

6 თებერვალს, თურქეთი მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თურქეთის ხელისუფლებამ 10-დღიანი გლოვა გამოაცხადა. შესაბამისად შეწყდა ყველა გასართობი გადაცემის, სერიალისა თუ სხვა მუსიკალური არხების მაუწყებლობა.

თურქეთის 8 არხზე გაიმართა ტელემარათონი, სადაც მიწისძვრით დაზარალებულებისთვის შემოწირულობები შეგროვდა.

6 თებერვლის შემდეგ ასევე, ეთერში არ გასულა სერიალი „სხვისი შვილი“, რომელშიც ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი მონაწილეობს. როგორც დაანონსებული იყო, სერიალი ეთერში 20 თებერვალს დაბრუნდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.

რატომ არ გავიდა დაანონსებული სერია ეთერში, ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ფეისბუქ-გვერდმა Turkish actorss, სადაც თურქული სერიალების ფრაგმენტები და ინფორმაცია ქვეყნდება.

„მეგობრებო, ვიცი დღეს ელოდით ახალ სერიას, თუმცა სერიალის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ სერიალი მომავალი კვირიდან შემოგვიერთდება. კიდევ ერთი კვირა მოვითმინოთ მეგობრებო...“