„სკოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი სკოლები არ ვარგა“ - დემნა

დემნა

დემნამ Vogue-სთან მიცემულ ინტერვიუში სკოლისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქვე განმარტა, საბაზისო განათლება დაეხმარა თუ არა დიზაინერის კარიერის ფორმირებაში.

„სკოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი სკოლები არ ვარგა. მოდის განათლება რეალობას 20 წლით ჩამორჩება. დიდი პრობლემა და დისბალანსია მეთოდოლოგიაში. ყველაზე მთავარი, რაც ახალგაზრდა შემოქმედმა მოდის უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს, არის ის, თუ როგორ იპოვოს საკუთარი ხედვა. მე ეს სკოლაში ვერ შევძელი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, განათლების შემოქმედებითი მხარე ძალიან დასაფასებელი იყო - ხელოვნების ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ქანდაკება, შიშველ სხეულზე ხატვა, რომ ადამიანის სხეულს გაუგო. ანატომია და სხეულზე ხატვა სამ განზომილებაში მოდის, ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. თუ დიზაინერს ადამიანის სხეული არ ესმის, როგორ შემოსავს მას? იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ასეთი მომზადება გავიარე. ბევრ სკოლაში ამას არ ასწავლიან.“ - თქვა დემნამ.