სხალთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

სხალთა

სხალთის ეპარქია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სხალთის ეპარქიის ხულოს საპატრიარქოს სკოლაში, 2007 წლიდან იყო უფასო სწავლა მოსწავლეთათვის და უფასო კვება მოსწავლეებისა და თანამშრომლებისათვის.

სამწუხაროდ, ფინანსური გაჭირვების გამო, ეპარქიამ ვეღარ შეძლო უფასო კვების შენარჩუნება და მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან, უფასო კვება სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს არცერთ სკოლაში არ არის უფასო კვება. ამას სხალთის ეპარქია აკეთებდა ქველმოქმედების მიზნით. სამწუხაროდ, მადლიერების მაგიერ ეპარქიამ ლანძღვა მიიღო.

ამ საქველმოქმედო კვებას ემსახურებოდნენ მზარეულები, რომლებიც კვების შეწყვეტის შემდეგ უფუნქციოდ დარჩნენ, და ამიტომ, სკოლის ადმინისტრაციამ ისინი საქმის კურსში ჩააყენა, რომ განთავისუფლებული არიან, რადგან ფინანსური გაჭირვების გამო მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფასო კვება აღარ იწარმოებს. განთავისუფლებულ მზარეულებს მიეცემათ კანონით დადგენილი კომპენსაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.