VIDEO: „ძალიან გაუხარდა, სულ ტირის...“ - ტიკტოკერ მარის საცხოვრებელი სახლი დედამისს გადასცეს
1734553417
ჰონგ-კონგის მთავრობა 500 000 ავიაბილეთის უფასოდ გაცემას გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივის მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება და ვიზიტორების მოზიდვაა. 500 000 ავიაბილეთის ჯამური ღირებულება $255 მილიონია. მთავრობასთან გარიგებაში სამი ავიაკომპანია მონაწილეობს.
პორტალზე (World of Winners) რეგისტრაცია 3 ნაწილადაა დაყოფილი - პირველი მარტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მცხოვრებლებისთვის, პირველი აპრილიდან ჩინეთში მცხოვრებთათვის და პირველი მაისიდან დანარჩენი მსოფლიოს მცხოვრებლებისთვის.
პანდემიამდე, ჰონგ-კონგს წელიწადში 56 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, 2022 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 100 000-მდე შემცირდა.