„სიცხე დაბანის უკუჩვენება არ არის“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

ინგა მამუჩიშვილ

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან განმარტებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბავშვის დაბანა არ შეიძლება.

ექიმის თქმით, თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, თუმცა ენერგია ჰყოფნის, არ არის მძიმე მდგომარეობაში და თავს შედარებით კარგად გრძნობს, ყოველდღიური თბილი შხაპი ან აბაზანა სრულიად დასაშვებია, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.

„თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ენერგია ჰყოფნის და არ არის მძიმე მდგომარეობაში, ყოველდღიური თბილი შხაპი ან აბაზანა სრულიად დასაშვებია, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ამინდში. სიცხე დაბანის უკუჩვენება არ არის. პირიქით, სწორად ჩატარებული თბილი აბაზანა ან შხაპი ბავშვს ხშირად უფრო კომფორტულად აგრძნობინებს თავს,“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

პედიატრი ხაზს უსვამს, რომ აბაზანის წყალი უნდა იყოს თბილი და არა ცივი, რადგან ძალიან ცივმა წყალმა შესაძლოა ბავშვს დისკომფორტი შეუქმნას. მისი განმარტებით, მშობლებმა პირველ რიგში ბავშვის საერთო მდგომარეობას უნდა მიაქციონ ყურადღება და არა მხოლოდ თერმომეტრზე დაფიქსირებულ ტემპერატურას.