„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1784811589
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 05:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;
10:10-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩანადირთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბოდორნა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - სოფელ დიღომში ჭელიძის, მაყაშვილის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - სტეფანწმინდაში, არშაში, კარკუჩასა და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.