პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი ცხრა მარტის ღამის დაპირისპირება-დარბევაში გადაზრდილი აქციის შედეგად დაზიანებული თეატრის ფოტოებს აქვეყნებს და პოსტს ურთავს.
"აი, ამ ყველაფრის ჩამდენი და მკადრებელი ჩვენი მომავალი თაობა არ არის!!!! სირცხვილი ყველა ახალგაზრდას და მათ მშობლებსაც, ვინც ეგეთებად აღგზარდათ!
რა ვანდალიზმიც იყო გუშინ მთელი ღამის განმავლობაში! სირცხვილი! სირცხვილი! სირცხვილი! მიმიფურთხებია თქვენი აღმზრდელი მშობლებისთვის! ქვეყნის მტრებო!!!" - წერს მსახიობი ფეისბუქზე.
აი, ასე ჩალეწეს გუშინ გაურკვეველმა არსებებმა რუსთაველის თეატრი! მტრებო!
მსახიობს პოსტს მომხრესთან ერთად, მოწინააღმდეგე აზრის მქონე ადამიანების კომენტარებიც ახლავს.
მათ შორის მსახიობი კახა შარტავა მანანას პასუხობს.
"ძალიან ფერადი, ლამაზი, აღზრდილი და მოაზროვნე თაობა გვყავს... ერთი-ორი ყოველთვის გამოერევა და ეს ახალ თაობაზე ფურთხებას არ უნდა იწვევდეს... გადავხედე კომენტარებს და იქნებ დაფიქრებულიყავით მომავალ თაობას ასე ერთ ქვაბში, ერთი ხელის მოსმით ვინც ლანძღავთ, მიხვდეთ, რომ უდიდესი პრობლემა თქვენშია?"