სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მარადიული განსასვენებლის მოსაწყობად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს

სიონი

თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სავარაუდო მარადიული განსასვენებლის მოსაწყობად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ვრცელდება პირველი კადრები უშუალოდ ტაძრიდან.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც ტაძრის შიდა ტერიტორიასა და გამოყოფილ სივრცეს დეტალურად სწავლობენ.

არსებული ინფორმაციით, კონკრეტული ადგილი, სადაც განსასვენებელი უნდა მოეწყოს, თავად პატრიარქის სურვილითა და გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული - საკურთხეველთან, სადაც წმინდა ნინოს ხელნაკეთი ჯვარია დაბრძანებული.