სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება - საფლავთან მიახლოება ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია

სიონი

 სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ილია მეორის საფლავთან არ წყდება ხალხის ნაკადი.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავთან, კედელზე მისი სურათები განათავსეს. სიონის ტაძარში, პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს გადაწყვეტილებით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია საფლავთან მიახლოება.