სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდება 22 პირს წარედგინა

 საქართველოს პროკურატურა

 სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდება 22 პირს წარედგინა. მათ 2 მილიონი ლარის ღირებულების 20 000 კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწის მითვისება ედებათ ბრალად.

ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის, მათ შორის, 2 იურიდიული პირის მიმართ.

ბრალდებულებმა, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, მცხეთის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს დიდი რაოდენობის ქვიშა-ხრეში, მდინარე რიონის კალაპოტიდან კი უნებართვოდ მოიპოვეს 1 346 371 მ³ წიაღისეული, რამაც გარემოს 2 მილიონზე მეტი ლარის ზიანი მიაყენა.

დაკავებულებს 9-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.