რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
სერიალი მაშველები ბრუნდება! უცხოური მედიის ცნობით, მას ეკრანებზე 6 იანვარს ვიხილავთ.
როგორც ცნობილია, სატელევიზიო შოუს ახალი სეზონი მაშველების კაპიტნის, ჰობი ბიუქენონის შესახებ იქნება. რეჟისორების თქმით, ჰობის სამყარო თავდაყირა დადგება, როდესაც შვილი საგვარეულო საქმიანობის გაძღოლას თავად ისურვებს.პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისი შემქმნელები გულშემატკივრებს პირობას აძლევენ, რომ ძველის მსგავსად, ახალი სერიალიც ადრენალინით, ჩახლართული ურთიერთობებითა და სანაპიროს გმირული ამბებით იქნება სავსე. მაშველები ეთერში პირველად 1989 წელს გავიდა. წლების განმავლობაში საზოგადოებამ მისი 11 სეზონი იხილა.
ახლა ისღა დაგვრჩენია, 6 იანვარს დაველოდოთ და ვნახოთ, თუ როგორები იქნებიან მაშველები წლების შემდეგ.