პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ირმა კაპანაძე ემიგრანტებისთვის მიმართვას ავრცელებს. მისთვის გაუგებარია, რატომ არიან ისინი ამა თუ იმ პარტიისა და პოლიტიკური ლიდერის ფანატები.
„აი, სრული გულწრფელობით ვკითხულობ და არანაირი ცინიზმი არაა ახლა ამ ჩემს კითხვაში! იმ ტანჯულ ემიგრანტებს ვეკითხები, მიშას დროს რომ არიან სა”მ”ზღვარგარეთ წასულები და ბიძინას დროს სახლში გავლით არიან ორჯერ ნამყოფები: თუ ასეთი კარგი იყო მიშა, ან ახლა ასეთი კარგია ბიძინა, სად მორბოდით? ან მერე რატო არ წახვედით?(ზოგი საერთოდ ბებია-პაპებით, ქმარ-შვილით და ბიძაშვილ-მამიდაშვილებითაა აქ)
ახლა არავინ გამოხტეს და არ თქვას, იტალიური უნიტაზების ხეხვაზე ვოცნებობდი და მიშას დროს როგორც იქნა ავისრულეო…. ან ბიძინას დროს ვეღარ მოვეშვი, იმდენად კაი რამე ყოფილაო. აქ რომ ხართ უკვე წლები, თან მოდიხართ და მოსტირიხართ, შვილებს თქვენ არ იცნობთ და შვილიშვილებს, რა გემიშავებათ, რა გებიძინავებათ?
ახლა ვიღაცა შეიძლება კიდეც მოგწონდეს, მაგრამ თავგადაკლული გიჟი მომხრე რომ ხარ, ცოტა ხომ არ ტეხავს ლამაზებო? ან კიდევ იქაც შეუმდგარი, არაფერს მოწეული, შტერი და გამოუყენებელი იყავი ვირის ხორცივით და აქ პატარა ფული მაინც მოგცათ ვიღაცამ.
ვინც ახალგაზრდა წამოვიდა მიშას დროს, ჩემი აზრით, მშობლების ბრალია…. ვინც ბებერგაზრდა წამოვიდა, მისი შესაძლებლობები ცხოვრებაში რამისთვის მიეღწია, ნულს ქვემოთ იყო! დამიმტკიცეთ საპირისპირო და გნებდებით! პ.ს. მე ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენე….
ვერ ვივარგე და კი ვარ ახლა სადაც ვარ, რასაც ვაკეთებ და მაგარი არ მომწონს…. და ვინმესტობაც მაგარი დამამცირებელია ჩემთვის! მეორე პ. ს. აი ამ სურათზე ჩემი ტვინის მდგომარეობაა გამოჭენებული!! იმდენი ნაგავი მაქვს თავში, სულ არ მჭირდება მაგრამ ვერ ვიშორებ!
იმდენი რამე მახსოვს აქ, ამ სივრცეში ვის რა დაუწერია…. ვის რა უთქამს…. ზოგის საერთოდ პირადად ვიცი. აი რა ჭირად მინდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და მიყრია ამდენი ნაგავი თავში. ჩემი უფასო რჩევა: მოეშვით ამ ისტობას! სირცხვილია! თქვენ კი არ უნდა გიყვარდეთ, იმათ უნდა უყვარდეთ! თუ არა ეს იტალიური უნიტაზები ღმერთით კია ბევრი….. აქ ეგენი, ფბ-ზე მიშა და ბიძინა! აჰა….ესეც დაგარიგეთ, მეტი რა პატივი გცეთ!“, – წერს ემიგრანტი.