პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯგუფში „ვეძებ“ ანონიმური პოსტი დაიდო, სადაც საქართველოდან წასული ქალი იმ მძიმე პრობლემის შესახებ წერს, რომელშიც გაშვილებისა და ბიოლოგიური დედისგან უარყოფის შემდეგ აღმოჩნდა.
„ვარ 34 წლის ახალგაზრდა ქალი, არ მყავს შვილები. ვარ გაშვილებული/გაყიდული. დამჭირდა გადაუდებელი გინეკოლოგიური კვლევა საზღვარგარეთ და აღმოჩნდა, რომ ვარ სიმსივნურ რისკჯგუფში. მოკლედ, ზედმეტი დრამატიზების გარეშე მინდა დავწერო რა პრობლემას წავაწყდი.
ქალი, რომელმაც გამაშვილა, არის ონკოლოგიური პაციენტი. რამდენად მართალია მისი ნათქვამი, ვერ ვამოწმებ. არ უნდა კონტაქტი. ექიმი მეკითხება, მაქვს თუ არა გენეტიკურად ოჯახში მსგავსი პრობლემა, რაზეც ვერ ვპასუხობ, ვარ პაციენტი და წინა ვიზიტზე მაქვს ნათქვამი, რომ არა, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ ზემოთ აღნიშნულზე არაფერი ვიცოდი. ამჯერად, ვპასუხობ დაბნეული, რომ მაქვს. მეუბნება, რომ დაახლოებით ავუხსნა დეტალები, ვის რა სახის და ვპასუხობ/ვიტყუები, რომ არ ვიცი და დეტალების გაგება არ შემიძლია, რადგან საქართველოდან ვარ წარმოშობით და იქ მსგავსი გენეტიკური კიბოს კვლევები არ ხდება, რაზეც ექიმს უფართოვდება თვალები და არის დიდხნიანი პაუზა... მეუბნება, რომ უნდა დამეხმაროს, მაგრამ უნდა შევძლო და მივაწოდო რამე ინფორმაცია. პასუხად ემოციას ვერ ვიკავებ და ვტირი. ეს არის ჯოჯოხეთი!
ახლა იმ ქალებს მოგმართავთ, შვილებს რომ აშვილებდით და მერე არხეინად აწყობთ თქვენს პატიოსან ცხოვრებას, თქვენ ხართ ადამიანები? მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ ხართ ადამიანები ამ ჩემი გამჩენის ჩათვლით.“ - წერს პოსტის ავტორი.