შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება აბონენტებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ასევე ვაზიანში და დიღომში.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში, სოფლებში - ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, ჩაბანო, იარაჯულები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი, ალაჭანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, ლიშო, გოჯიაანები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.