დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის" ტოპ 12-შია.
ნუცამ „ამერიკის ვარსკვლავის“ მორიგ ტურში მიუზიკლიდან „ოცნების გოგონები“ ძალიან რთულად შესასრულებელი სიმღერა ამოარჩია და ის შესანიშნავად შეასრულა. მას ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ, დარაბზი კი დიდხანს უკრავდა ტაშს.
სანამ ამ სიმღერას შეასრულებდა, „ამერიკის ვარსკვლავის“ წამყვანმა, ბრაიან სიქრესთმა მას რამდენიმე სიტყვით სათქმელად დრო მისცა.
ნუცამ აღნიშნა:
„პირველ რიგში, ძალიან მადლობელი ვარ, რომ აქ ვარ. ეს ჩემი ოცნების ახდენაა – უბრალოდ აქ ყოფნა. ფაქტი, რომ ამერიკამ მომცა ხმა, რომ ტოპ ოცეულში მოვხვედრილიყავი, უკვე ჩემი ოცნების ახდენაა, ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!..“