დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაშოუ American Idol-ის 12 ფინალისტს შორისაა. ნუცას გამოსვლას აფასებს ზაზა შენგელია.
„ვულოცავ მთელ საქართველოს! ნუცა გადავიდა ფინალურ ეტაპზე.
ნუცამ 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You, You Are Not Going” კინოფილმიდან “Dreamgirls”. ეს იყო ძალიან ძალიან ძლიერი, ემოციური და შთამბეჭდავი შესრულება
თუმცა…
ნუცა ვერ გადავიდა ხმების რაოდენობით და ის ერთ-ერთ სხვა ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ, თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში … ჟიურიდან შეფასება ნუცას გამოსვლაზე გააკეთა მხოლოდ ლიუკ ბრაიანმა: “წარმომიდგენია, რამხელა წნეხის ქვეშ ხარ, შენ ეს გააკეთე ყველაზე მაგრად”
დასკვნა:
ნუცას არ ეყო ხმები (მას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველიდან და ევროპიდან) და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში რომ გავიდეს ამერიკელების კეთილგანწყობის მიმხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება. ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოვხატოთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დაეხმარა ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე ტვირთად და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვიზამთ…ამის გამოსწორება მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება…
ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, ამ დღეებში მე ისინი ახლიდან გავიცანი და დავაფასე რა მაგარი ხალხია და რამხელა სამუშაო გაწიეს, რომ ნუცა წინ წაწეულიყო ამ კონკურსში. უზარმაზარი მადლიბა მათ და ქედს ვიხრი მათ წინაშე Vaja Kachkachuri გეყურება ? მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული მინდა ვთხოვო, რომ კიდევ უფრო მოინდომონ, ვიცი რომ ისინი ძალიან უთანასწორო კონკურენციაში შევლენ მრავალმილიონიანი ამერიკულ მისახლეობასთან და მათ ამერიკელ რჩეულებთან, ასე რომ Good luck
ჟიურის სამივე წევრი, გარდა იმისა, რომ უდიდესი მასშტაბის მუსიკოსები არიან და თავიანთ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდობის კერპის შერჩევას ახდენენ და კარგად აქვთ ეს გაცნობიერებული, არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი და სამართლიანობის გამო მას გაუხსნეს გზა მომდევნო ტურებში და დანარჩენ 8 ამერიკელს უარი უთხრეს კონკურსის გაგრძელებაზე. ეს უდაოდ მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე და ადამიანობაზე მიუთითებს.
ამას წინათ 3 “კიტრი” იჯდა ერთ-ერთ ქართულ ტელეეთერში და სერიოზულად განიხილავდნენ თემას, რომ ნუცას გასვლა მომდევნო ტურში იყო “ჩაწყობილი”, ვფიქრობ ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ შეგიცვალათ აზრი, “ კიტრებო”
როდის ჩატარდება მომდევნო ტური და რიგორი იქნება ხმის მიცემის წესი, მოგვიანებით დავწერ.
კიდევ ერთცელ გილოცავთ ამ უზარმზარ წარმატებას. ნუცას გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა“, - წერს შენგელია.