1740372372
შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტში: ქსნის, ძეგვის, ქსოვრისის და ქანდას აბონენტებს დროებით შეეზღუდებათ.
13:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება ძეგვის და წიწამურის აბონენტებს.
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ჩანადირთკარი, აბანოსხევი, საკრამული, ბულაჩაური, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, ქუბრიაანთკარი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლები.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.