1740337798
შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება

,,ენერგო-პრო ჯორჯია" მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს 10:05 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ბუჩუნტლიანი, გრემისხევი, მიქელიანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის რაიონის სოფლებში: მსხალდიდი და მიმდებარედ;
13:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.