შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ივნისს 08:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში, ხოლო 08:30-დან 09:00 საათამდე და 19:30-დან 20:00 საათამდე - აბონენტებს სტეფანწმინდაში და სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, გაიბოტენი, გარბანი. 

15 ივნისს 10:00-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, ჩარგალი, ქალილო, თხილიანა, გველეთი, გოგოლაურთა, გუდარახი, ბარისახო, წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში.

15 ივნისს 10:00-დან 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი, ახალდაბა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.