პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი დანაყოფების საქმიანობის შესახებ.
მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტები საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეებს მათი უფლებების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
„დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ, ასევე, ავუხსნათ თითოეული დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ პოლიციის მიმართ ნდობა. გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვებს, რომლებსაც აინტერესებთ პოლიციის საქმიანობა, მივაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა დანაყოფი, თავისი აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი დღე გამოვიდა. კამპანია გაგრძელდება საქართველოს 6 დიდ ქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ შეხვედრებს გავმართავთ სკოლებში და ბავშვებს მივაწვდით ინფორმაციას მათი უფლებების, ასევე, პოლიციის საქმიანობის შესახებ, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა მათი უფლებები, როგორ უნდა მიმართონ სამართალდამცველებს და რას გააკეთებს პოლიცია, როდესაც მოზარდების უფლებები ილახება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება ძალიან საინტერესო, თითოეულ ქალაქში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას”. კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, სპეცტექნიკასა და აღჭურვილობას. მოზარდები სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეძლებენ, ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში, რათა მათთვის ნათელი და გასაგები გახდეს ის, რომ პოლიცია არის სამართალდამცველი, დამხმარე ძალა, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა, დაეხმაროს მოქალაქეს.