შრომის უსაფრთხოება და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა - დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნეს

შრომის უსაფრთხოება

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი "სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ" ამჯერად დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს წარედგინათ.

დოკუმენტი, რომელზეც შრომის ინსპექციის სამსახურმა, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა, ადგენს სამუშაო სივრცეში მყოფი პირების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გაუზიარეს.

ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. ამ პროცესის მიზანი კი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაა.