შოპინგი, როგორც ადამიანის განუყოფელი რუტინა

შოპინგი

თანამედროვე ადამიანისთვის საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების, მრწამსის, რელიგიური შეხედულების თუ ორიენტაციისაა ადამიანი, აბსოლუტურად ყველას სურს კარგად და გემოვნებიანად გამოიყურებოდეს, რისთვისაც უამრავ დროსა თუ რესურსს ხარჯავენ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შოპინგი თანამედროვე ადამიანის რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც მართალია ახალი ამბავი არ არის, თუმცა ტენდენციაა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ატარებს თავიანთ უქმეებს მოლებში თუ საყვარელი ბრენდების ვებსაიტებზე. შოპინგი ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა რელაქსისათვის, რომელიც დღის ბოლოს საუკეთესოდ აისახება როგორც ჩაცმულობაზე, ისე ხასიათზე.

შოპინგი წარმატებულია როდესაც სანუკვარ სამოსს ვიყიდით, ხოლო იდეალურია, როდესაც მას ფასდაკლებით დავეპატრონებით, ან შედარებით დაბალ ფასად გადავაწყდებით, ამიტომ ყველასთვის სასიამოვნოა როდესაც ახალი მაღაზიასა თუ ბრენდს აღმოაჩენს, რომელიც ფასდაკლებებითა თუ დაბალი ფასით გაგვანებივრებს. დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის უკანასკნელ წლებში საზღვარგარეთ განსაკუთრებით პოპულარულობით სხვადასხვა ბრენდის აუთლეტ მაღაზიები სარგებლობს, რაც საქართველოშიც თანდათან უფრო მეტად იქცევს ყურადღებას და უკვე საკმაოდ საინტერესოცაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აუთლეტ მაღაზია ნიშური ტიპის მაღაზიაა, სადაც შეხვდებით ბრენდის წინა წლის კოლექციას, რომელიც საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებ ფასად არის გამოტანილი. ამის მიზეზის ის, რომ, როგორც წესი, ბრენდები ზედმეტი ოდენობით უშვებენ ხოლმე პროდუქტს, ხოლო მათ სრულად გაყიდვას ვერ ასწრებენ სეზონის დახურვამდე, ამიტომ მათ აუთლეტ მაღაზიებში გზავნიან, სადაც განთავსდება საკმაოდ დაბალ ფასად. გასათვალისწინებელია, აქ მოდის ისეთი ტიპის პროდუქტიც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო გარეგნული წუნი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უხარისხოა, პირიქით, შეიძლება თვალით შეუმჩნეველიც კი იყოს დეფექტი. აუთლეტ მაღაზიაში ხშირად პროდუქტი შეზღუდული რაოდენობითაა, ამიტომ შოპინგისას აჯობებს შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ადგილზე შეიძინოთ, რადგან თუ ყიდვას გადადებთ, შეიძლება მეორედ მისვლისას აღარც კი დაგხვდეთ.

აუთლეტებში შოპინგი მსოფლიოში უკვე დიდი ხანია ძალიან პოპულარულია და ყოველდღიურად მოლიონობით ადამიანი სტუმრობს აუთლეტ მაღაზიებს. როგორც წესი, ასეთი ტიპის მაღაზიები შეიძლება სხვადასხვა ადგილას იყოს განთავსებული - ცალკეულად მხოლოდ ინდივიდუალური მაღაზიები რომელიმე ქუჩაზე, სადაც ერთი, რომელიმე კონკრეტული ბრენდის მაღაზიაა წარმოდგენილი; მოლები, სადაც უამრავი სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებთან ერთად საყვარელი ბრენდის აუთლეტიცაა განთავსებული და დიდი სივრცე, სადაც უამრავი ბრენდის აუთლეტ მაღაზიაა განთავსებული და რომელსაც აუთლეტ სოფლებს ეძახიან. ეს არის უზარმაზარი სივრცე, რომელსაც მხოლოდ მხოლოდ ცნობილი თუ ადგილობრივი ბრენდების აუთლეტ მაღაზიები იკავებენ. სწორედ ეს უკანასკნელია ყველა  ნამდვილი შოპინგის მოყვარულისთვის აუთლეტში გავლის ის შესაძლებლობა, რაც იქნება როგორც outlet opportunity და რომელიც სულ მალე საქართველოშიც იქნება.

საქრთველოში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება აუთლეტში შოპინგით, შესაბამისად ჩნდება ბუნებრივი მოტივაცია, რომ არსებობსე ერთი მთლიანი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება უამრავი სხვადასხვა ცნობილი თუ ადგილობრივი ბრენდი. ამიტომაც დაიბადა იდეა, თბილისთან ახლოს აშენებულიყო აუთლეტ სოფლის კონცეფციით შექმნილი სივრცე, რომელიც თავისი ზომით უდიდესი იქნებოდა ევროპა-აზიის გზაგასაყარზე და რომელიც სულ მალე კარს გაუღებს პირველ მომხმარებლებს. სივრცე ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისევე უცოელი სტუმრებისთვის, რადგან ნამდვილად იქნება outlet opportunity, ანუ საუკეთესო შესაძლებლობა, რაც შეიძლება აუთლეტ მაღაზიებში მიიღოთ.