1791704058
შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები
როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საკვირაო ქადაგებისას.
მან სახარებიდან ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მოციქულებმა ბევრი თევზი დაიჭირეს, თუმცა ყველაფერი დაუტევეს და მაცხოვარს გაჰყვნენ.
„სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე, მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები იხეოდა და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ ლამის იძირებოდნენ. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს ყველაფერი და შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია, რომ როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები. მრავალი ადამიანი დიდხანს შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ, რა არის ამის მიზეზი. გვავიწყდება ღმერთი, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ამ საქმეზე ლოცვა კურთხევა, მივანდოთ ეს საქმე“, - განაცხადა პატრიარქმა.











