„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ფლორისტი და ტელეწამყვანი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ძველი შეხედულებებს და ტრადიციებს დღევანდელს ადარებს და წერს, რომ რაც ადრე გვაოცებდა და უჩვეოლოდ მიგვაჩნდა, დღეს ის ჩვეულებრივი ამბავია.
„ოცი წლის წინ გერმანიიდან დაბრუნებული რომ ამბებს ვყვებოდი საარაკოდ, დღეს აგერ ჩვენ თვალწინ ხდება ზუსტად ისე, მგონი იმაზე მეტიც რაც მაშინ ასე გვაოცებდა, დღეს ჩვენთანაც ჩვეულებრივია.მახსოვს როგორ გაკვირვებული ვყვებოდი რომ დაურეკავად ვერსად ვერ მიხვალ სტუმრად და წინასწარ თუარ შეუთანხმდი ისე ვერავისთან წახვალ. როდის შეიარეთ ისე უბრალოდ ვინმესთან ბოლოს?ვყვებოდი რომ მამის გასვენებას არ ესწრებოდა შვილი, საზღვარგვარეთ იყო და ვერ ჩამოვიდა არ ეცალა. რამდენი ახლობელი გავაცილე ამ ბოლოს იმქვეყნად ისე რომ შვილები არ ყოფილან გასვენებაში ზოგი იტალიაშია და ზოგი ამერიკაში ზის ტრაილერზე.ვყებოდი რომ არსებობს მდიდრების და ღარიბების მაღაზიები, რომ ღარიბი მდიდრის მაღაზიაში ვერ იყიდის ძვირია. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ..ვყვებოდი მაშინ, სტუმრად რომ მიხვალ ჩაის ან ყავას შემოგთავაზებენ. ისეთი სადილი ჩემი ბებია რომ გვიშლიდა, მაშინ ჩვეულებრივად რომ ითვლებოდა დღეს ათასი ლარი ჯდება. მიდი და გაუშალე ყველა სტუმარს თუ ვაჟკაცი ხარ.ესეც მაშინდელია, გასვენებაში არც თავზე ეხურათ არც ტიროდა ვინმე... აგერ მიიხედ-მოიხედე, ვინ ტირის, გლოვობს ან იხოკავს კოყებს? მაშინ მიკვირდა, ახლა ასე მირჩევნია.შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე მეგონა ქვეყანა დაიქცა.. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდაა ასე და ეს უფრო სწორი მგონია..გაოცებას არ ვიყავი რომ გავიგონე თანამშრომელს ვერ ვშოულობ, რამდენი ხანია ვეძებო. ახლა აგერ დღეა არ გავა ვინმემ არ მომწეროს ამის და ამის გამკეთებელს ვეძებ ხომ არ იცი ვინმეო.დანარჩენი თქვენ დაამატეთ რაში ვიყოჩაღეთ, დავეწიეთ და გავასწარით ევროპას...“ - წერს ზურა შევარდნაძე.