„შეწყვიტეთ შიმშილი, სხეული არ არის თქვენი მტერი... იცით, რატომ სრულდება დიეტების 90% უშედეგოდ?“ - ნატა გაგუას რჩევები

ნატა გაუგა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიეტების 90% იმიტომ სრულდება უშედეგოდ, რომ ჩვენ ვებრძვით შედეგს - წონას და არა მიზეზს, რომელიც ჩვენს ფსიქიკაშია დალექილი:

„შეწყვიტეთ შიმშილი.

სხეული არ არის თქვენი მტერი.

იცით, რატომ სრულდება დიეტების 90% უშედეგოდ?

იმიტომ, რომ ჩვენ ვებრძვით შედეგს - წონას,

და არა მიზეზს, რომელიც ჩვენს ფსიქიკაშია დალექილი.

თქვენი ზედმეტი წონა სისუსტე არ არის.

ეს არის ჯავშანი.

როცა ვაგროვებთ წყენას, შიშს და გამოუთქმელ ემოციებს -

„ფსიქოლოგიურ ტოქსინებს“ - სხეული იწყებს დაცვას

და ქმნის ბუფერს გარე სამყაროსთან.

შეგიძლიათ ჭამოთ ზომიერად,

მაგრამ თუ თქვენი შინაგანი ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, კორტიზოლი ცხიმს მაინც შეინარჩუნებს.

ეს უკვე ფიზიოლოგიაა - არა ხასიათი.

ამიტომ ტრანსფორმაცია იწყება

არა თეფშზე, არამედ სარკეში

საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრით.

და სწორედ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი

წონის კორექცია.

აი სამი ფსიქოლოგიური გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ:

პირველი - დაასრულეთ ომი საკუთარ თავთან.

ნუ ეჩხუბებით სხეულს.

ადლერის პრინციპით, შეცვალეთ მიზანი:

არა „დაკლება“, არამედ თავისუფლება.

მეორე - გააცნობიერეთ შფოთვის მიზეზი.

რას გაურბიხართ ჭამის დროს -

მარტოობას? მოწყენილობას?

დაარქვით ემოციას სახელი

და ის ძალას დაკარგავს.

მესამე - ძილი, როგორც წამალი.

ქრონიკული უძილობა ნიშნავს

მეტაბოლურ დისბალანსს.

მიეცით სხეულს დასვენების საშუალება

და ნახავთ, როგორ დაიწყებს მეტაბოლიზმი აღდგენას.

წონა არ არის პრობლემა.

წონა არის სიმპტომი“- წერს ნატა გაგუა.