"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვერავის ვერ მოაქვს ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა და შესაბამისად, არის ცარიელი საუბრები.
„დისკუსიისთვისაც მზად ვართ და კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისთვისაც ვართ მზად. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ დღეს ასეთი გუნდია ჩამოყალიბებული კონკრეტულად საქართველოს მთავრობაში. აქ იგულისხმება ჩვენი მინისტრები, სამინისტროების ხელმძღვანელობა. მე ვარ მაქსიმალურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ გუნდი მუშაობს გამართულად, ამიტომ თამამად ვამბობ ერთ რამეს - ერთი კონკრეტული შემთხვევა მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებული და გვექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკვე აისახა კონკრეტულ რეიტინგებში, რომლებიც გამოქვეყნდა გასული თვეების განმავლობაში და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომ წლებში ამ კუთხით რეიტინგებში არსებითი ცვლილებები იქნება.