შეცდომები, რომლის შემდეგ ბავშვი ძილის წინ უფრო ენერგიული და აქტიური ხდება

ბავშვი

ბავშვი აბანავეთ, პიჟამაში გამოაწყვეთ, წიგნი წაუკითხეთ, შუქი ჩაუქრეთ და ელით, რომ პატარას ტკბილად ჩაეძინება. მაგრამ ბავშვი მოულოდნელად წამოხტება, დარბის ან ტირის ან კიდევ ერთ ზღაპარს ითხოვს და ყველაფრისთვის მზადაა ძილის გარდა. რატომ ხდება ასე?

ზოგიერთი ჩვეული მოქმედება, რომელსაც უფროსები საღამოს აკეთებენ, შეიძლება შეუმჩნევლად უშლიდეს ხელს ბავშვის დაძინებას. ბავშვთა ძილის კონსულტანტები და ნეიროფსიქოლოგები ასახელებენ შეცდომებს, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ ბავშვის დაძინებისას. როგორ უნდა გადავიდეთ აქტიური დღიდან ძილის რეჟიმზე.

შეცდომა 1 - აქტიური თამაშები ძილის წინ
მამა სამსახურიდან ბრუნდება და ბავშვთან თამაშს იწყებს. პატარა დარბის, ხტუნავს, კივის, იცინის. შემდეგ მშობლები საათს შეხედავენ, მიხვდებიან, რომ ძილის დროა და ხუთ წუთში ცდილობენ ბავშვის დაწვენას. 

მაგრამ ბავშვი ტელეფონი არ არის, რომელსაც ერთი ღილაკის დაჭერით „ძილის რეჟიმზე“ გადავიყვანთ. მის ნერვულ სისტემას დრო სჭირდება აქტიური მდგომარეობიდან მშვიდ მდგომარეობაზე გადასასვლელად.

თუ უშუალოდ დაძინებამდე ბავშვი ბევრს მოძრაობდა, ემოციურად იყო აღგზნებული, ირგვლივ ხმაური იყო ან ბევრი ახალი შთაბეჭდილება მიიღო, მას დამშვიდება და ძილზე გადართვა გაუჭირდება.

ზოგჯერ მშობლები ბავშვის ასეთ აღგზნებას იმას მიაწერენ, რომ მას ჯერ არ ეძინება: „რა ძილი, შეხედეთ, რამდენი ენერგია აქვს!“

სინამდვილეში კი საღამოს მოულოდნელი „მეორე სუნთქვა“ ზოგჯერ სწორედ გადაღლილობისა და ზედმეტი აღგზნების ნიშანია. განაგრძეთ კითხვა...