იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში მცხოვრები გაუჩინარებული გოგონები, 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი, სამართალდამცველებმა იპოვეს, ამის შესახებ მოზარდების დეიდამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გოგონები შეშინებულები იყვნენ და მომხდარზე არ საუბრობენ.
დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს იკავებს მოზარდების დეიდაც.
აღსანიშნავია, რომ გოგონები რამდენიმე დღე დაკარგულები იყვნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტზე არ გადიოდნენ. დაკარგული გოგონების ოჯახის წევრების თქმით, მოზარდებმა თქვეს, რომ მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგ უკან აღარ დაბრუნდნენ.