გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ, ამირან გამყრელიძე პირველ კომენტარს აკეთებს:
"მე არავისთან უთანხმოებას არ ვცდილობ და არ მაქვს. შემიძლია განხილვა, აკადემიური კამათი და კონსენსუსამდე მისვლა", - თქვა მან ambebi.ge -თან და დასძინა, რომ ყველაფერზე დეტალურად მომავალ კვირაში ილაპარაკებს.
აღსანიშნავია, რომ გამყრელიძეს დროებით ჩაანაცვლებს თამარ გაბუნია, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის პოსტიდან წასვლის მიზეზი გახდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის უთანხმოება, რომელიც კოვიდრეგულაციების შემოღებას შეეხებოდა. კერძოდ, ამირან გამყრელიძე ითხოვდა შეზღუდვების ხელახალ დაწესებას, მთავრობა კი ამის წინააღმდეგი იყო.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.