შესაძლოა, საქართველოში იაფი ყველი გაქრეს - იმერული ყველის ფასი 17, ხოლო სულგუნის ფასი 25 ლარამდე გაიზარდა

ყველი

ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების ფასები კვლავ იზრდება. გაზრდილი აფსების ფონზე 4 თვეა ყველის ფასმაც მოიმატა.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძემ "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ გაძვირება შეეხო იაფი სეგმენტის ყველა ტიპის ყველს. სულგუნის ფასი რეკორდულ, 25 ლარამდეა გაზრდილი. იმერული ყველის ფასი კი 17 ლარს აღწევს. გაძვირდა რძეც - 1 ლიტრი რძის ფასი უკვე 5 ლარია.

როგორც ანა მიქაძე ამბობს, აუცილებელია სახელმწიფომ რძის პრობლემა პრიორიტეტებში გადაიყვანოს, რათა იაფი ყველის სეგმენტი ქვეყანაში არ გაქრეს.

მისივე განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად რძე გარკვეულ სუბსიდირებას უნდა დაექვემდებაროს.