შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის დნმ-ის კოდი გაშიფრონ! - მეცნიერებმა ნახატიდან დნმ-ის ნიმუში აღადგინეს

ლეონარდო

მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის ნახატიდან დნმ-ის ნიმუში აღადგინეს, რომელიც შესაძლოა რენესანსის ეპოქის პოლიმათს ეკუთვნოდეს.

2024 წლის აპრილში, ლეონარდო და ვინჩის დნმ-ის პროექტზე მომუშავე მკვლევრებმა აიღეს ნიმუშები წითელი ცარცით შესრულებული ესკიზიდან სახელწოდებით „ყრმა წმინდა“.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ამ ნიმუშებიდან ამოღებული დნმ შესაძლოა თავად და ვინჩის მიერ ყოფილიყო დატოვებული 500 წელზე მეტი ხნის წინ.

თუ დნმ-ის კავშირი საბოლოოდ დადასტურდება დავინჩისთან, მეცნიერებს შეეძლებათ იმის ახსნა, თუ რატომ იყო ის ასეთი უნიკალური გენიოსი.  

კვლევა ეფუძნება Y ქრომოსომის ანალიზს, ეს არის დნმ-ის ტიპი, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემა.

მეცნიერებმა „ყრმა წმინდა“-დან ამოღებული Y ქრომოსომის ნიმუშები შეადარეს სხვა დნმ-ის ნიმუშს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ბიძაშვილის მიერ დაწერილი წერილიდან არის აღებული.

აღმოჩნდა, რომ როგორც ნახატიდან, ისე წერილიდან მიღებული Y ქრომოსომა ეკუთვნის გენეტიკურ ჯგუფს, რომლის წარმომადგენლებსაც საერთო წინაპარი ჰყავთ ლეონარდოს სამშობლო რეგიონში, ტოსკანაში.

მიუხედავად, იმისა, რომ მეცნიერებს ხელთ ჯერ დაზუსტებული პასუხი არ აქვთ, ეს აღმოჩენა შესაძლოა იყოს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლეონარდო და ვინჩის დნმ-ის კოდის გაშიფვრისკენ.