ცნობილია, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
1767988494
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება. ერთ-ერთი ბრალდებული პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილია, რომელმაც სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ადრეც ვამბობდი, მე ვასრულებდი ჩემს პროფესიონალურ მოვალეობას. ხელს ვიქნევ. მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო ჩატარებული, ყველაფერი - „მოდი“, „გადი“, „აქეთ არ შემოხვიდე“. ყველაფერი, რაც იქ მე გავაკეთე, ყველაფერი იყო სასიკეთოდ გაკეთებული”, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.