1772995280
შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა... - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დეე, ჩემო უკიდეგანო მონატრება, ჩემო ალექსანდრე, შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა და ახლა ლექსად გადმოვეცი სულის ამოძახილი. ოხ, როგორ მჭირდები, დეე.
(პ.ს. მაპატიეთ, კიდევ, რომ გაწუხებთ, ჩემო კეთილო ადამიანებო )
ვერასდროს იგრძნობთ დედას, რომელსაც სტკივა შვილი...!
თქვენ ვერ გაიგებთ ვერა, მე რა მატარებს ქვეყნად...ჩემი სიცილის მიღმა, რომ კივილია სულის!თქვენ ვერ გაუგებთ დედას, რომელიც ცდილობს... ბედავს...კვლავ გაახილოს თვალი,კვლავ გაიცინოს თუნდაც და გააგრძელოს სუნთქვა...თითქოს არა აქვს დარდი...თქვენ ხომ არ იცით ფიქრით, რასაც ატარებს ჩუმად...იცინის... ხუმრობს... სუნთქავს...მაგრამ, ვაი, რომ დარდი...მაგრამ, ვაი, რომ სევდა და მონატრება შვილის როგორ ერევა ჩუმად...დედას, რომელსაც ექცა, ოცნებად შვილის სუნთქვა...მისთვის ნათქვამი: ,,ალექს, ჩემი სუნთქვა ხარ, დედა!" - წერს დაკარგული მოზარდის დედა.










