პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილ სამხედროს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.
,,როგორ გვატკინე გული...".
,,როგორი კეთილშობილი ადამიანი, სულით მდიდარი, საამაყო ადამიანი, საამაყო შვილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს".
,,კიდევ ერთხელ დაუფლებული დიდი უსამართლობის განცდა... გაცხონოს ღმერთმა".
,,სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ღირსეული, საამაყო, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანის, ჯარისკაცის, ოფიცრის და მეთაურის დაკარგვას".
,,მოზიარე ვარ ოჯახის და სრულიად ქვეყნის მწუხარების! შენი რჩევა დარიგებები სულ იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური! უფალმა გაანათლოს შენი სული! გოდე აფრასიძე, მშვიდობით უფროსო მეგობარო! მშვიდობით მეთაურო!", - წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
ჯარისკაცი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
ასევე ნახეთ:
თავდაცვის სამინისტრო გოდერძი აფრასიძის ოჯახს უსამძიმრებს
„ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
"ცდილობდა, მამისთვის თავი მოეწონებინა...მსხვერპლს სახლის ეზოში მარხავდა..."