შენი ბოლო სიტყვები „ხომ მიშველით”… - დიკა სალაყაიას ემოციური პოსტი დაზე

დიკა სალაყაია

კორონავირუსით გარდაცვლილი ორსულის, ბაკო სალაყაიას და, პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„იქნებ ასე ზიხარ ახლა ჩემს ფანჯარასთან…

ან დედიკოსთან, ლოცვებს რომ კითხულობს…

ან შენს პატარასთან, რომელსაც ვერ ჩაეხუტე…

ან…

ან…

ან…

სად ხარ ბაკო

შენი ბოლო სიტყვები “ხომ მიშველით”…

“ბავშვს ხომ არაფერი მოუვა”… “მე ხომ გავზრდიო”…

საწოლოდან საოპერაციოზე რომ გადაწვა, მისი ცისფერი თვალები ისეთი იყო, ვერაფრით დავივიწყებო…

ასე მიყვებიან შენს ბოლო ამოსუნთქვებზე…

ჩემო უსაშველოვ, ახლა ჩემი ტკივილია უსაშველო,“ - წერს დიკა სალაყაია.