„შენი ანოც ხომ მოკალი... დე, რა გვიქენი ეს...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის დედა

ბიჭი

ქუთაისის აეროპორტთან გუშინ ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 გეგუთელი ბიჭი და ლანჩხუთელი გოგო, ეკატერინე სანიკიძე. 

ავარიისას, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი გოგო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაღუპული ახალგაზრდის, ლაშა წიქორიძის დედა, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„მოვდივარ ჩემო სიცოცხლე. 6 რიცხვში შენთან ვიქნები... შენთან მოვალ... ხომ გენატრებოდი... უშენოდ არ მინდა ერთი დღე სახლში ყოფნაო. შენ რომ სახლში არ დამხვდები, არ მინდაო... მალე უნდა ჩამოგიყვანოო, დე...

მოვდივარ და დამხვდი, იცოდე... აეროპორტში გელოდები... 6 თვე ვერ გაძელით უჩემოდ, მოვდივარ დედიკო...

დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე იცოდე, დე... შენი ლამაზი სახე და ღიმილი დამანახე იცოდე...

აბრაამი მომიკვდება თუ არა დამთავრდებოდა... მე საერთოდ ვერავინ მნახავდა, ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს დეე...მაგრამ აბრაამს რა ვუყო, უჩემოდ ისიც ვერ ძლებს დედი.

ხომ იცი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი დე...

მადლობა ყველაფრისთვის დედი, იმ ბედნიერი 20 წლისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე. იმედია, როდისმე შევხვდებით ერთმანეთს. შენი ანოც ხომ მოკალი დე, ჩემთან იყო დღეს მთელი დღე... მოკვდა გოგო, რა გვიქენი ეს“,- წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა. 

ასევე ნახეთ:

მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს-ს განცხადება

,,ჩემო ციმციმა გოგო... გული მაქვს გაგლეჯაზე, რომელი გიტიროთ, არ ვიცი..." - ქუთაისის აეროპორტთან ავარიისას დაღუპული გოგოს ვინაობა ცნობილია

„რა ბედნიერი ვყოფილვარ... როგორ გავუძლო ამ ტკივილს?!“ - რას წერს ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის რჩეული

"როგორ გამწარდებოდი, დედი... შენთან ერთად შევწყვიტე სუნთქვა..." - გეგუთთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედის სულის შემძვრელი პოსტი