1740380614
"როგორ გამწარდებოდი, დედი... შენთან ერთად შევწყვიტე სუნთქვა..." - გეგუთთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედის სულის შემძვრელი პოსტი

ქუთაისის აეროპორტთან გუშინ ტრაგედია დატრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთ-ერთი დაღუპული ლაშა წიქორაძეა. ბიჭის დედა ემიგრანტია, რომელიც სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტებს ავრცელებს.
,,შეწყდა ჩემი სუნთქვა დე... 3 ივლისი ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედიაა, სადაც მე სიცოცხლე შევწყვიტე და სუნთქვა შენთან ერთად დედი", - წერს თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში.
თეა გუბელაძე ფეისბუქის გვერდზე ტრაგედიის ამსახველ კადრებსაც აზიარებს და წერს:
,,ამაში დედა როგორ გამწარდებოდი დედიიი...".
ასევე ნახეთ:
რა დაწერა ტრაგედიამდე 2 დღით ადრე ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპილი ერთ-ერთი ახალგაზრდის დედამ
ავარია ქუთაისის აეროპორტთან - დაღუპულია 5 ადამიანი