პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 30 მაისს ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
„31 მაისიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.
ქ. თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.