წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, ომავალ პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი, სადაც ნამდვილად ღირსეული ეპისკოპოსები არიან.
„პირველ რიგში ღმერთი და სულიწმიდა მოქმედებს [პატრიარქის არჩევის დროს] და შემდეგ უკვე ეპისკოპოსები მიიღებენ გადაწყვეტილებას. მომავალ პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი, სადაც ნამდვილად ღირსეული ეპისკოპოსები გვყავს. ისინი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი აზრით, აუცილებლად გაითვალისწინებენ პატრიარქის არჩევანს, რადგან პატრიარქის ნაკურთხია თითქმის ყველა ეპისკოპოსი და ყველამ იცოდა პატრიარქი როგორი შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო.
ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი, მადლმოსილი პატრიარქი. შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ. მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება. ყველაზე მთავარი კიდევ დაინახა მასში, რომ ძალიან მომთმენი ადამიანია ჩვენი მეუფე, რადგან ამ ცხრა წლის განმავლობაში ვნახეთ როგორი ცილისწამებები მიმდინარეობდა და მეუფე როგორ სულგრძელად ითმენდა ამ ყველაფერს. როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება, ზუსტად ისე იქცეოდა“, - აღნიშნა სასულიერო პირმა.