სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
დაზარალებულის ადვოკატმა ანა თავხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოროყაშვილს აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ტემპერატურა, რის გამოც პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო.
„გარდა იმისა, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია ადამიანმა სასამართლოში ჩვენება მისცეს, ამავდროულად არსებობს რისკი იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს COVID 19. ვიდრე არ გამოირიცხება კოვიდი, ბუნებრივია, მანამდე ის ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო სხდომებში. თუმცა პროცესი იმ ვადით არის გადადებული, რომ რომც დაუდასტურდეს (ახლა) კოვიდი, ის შეძლებს გამოცხადებას შემდეგ სხდომაზე და მისი მიზეზით პროცესი არ გადაიდება”, – განაცხადა თავხელიძემ.
სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1784739118
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1784740251