ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო სხდომა გადაიდო

ნეკა და ნიკა

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო სხდომა გადაიდო, მიზეზად დაზარალებული ნეკა დოროყაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

დღევანდელ სხდომაზე ისევ ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა უნდა გაგრძელებულიყო, გუშინ ის ჩვენებას სასამართლოს წინაშე ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა, დღეს კი კითხვები ყოფილი მეუღლისთვის თავად ნიკოლოზ ბასილაშვილსაც უნდა დაესვა.

პროკურორ ნათია გურულის განცხადებით შემდგომი სხდომა ჩანიშნულია 13 სექტემბერს და ის  დაზარალებულის დაკითხვით გაგრძელდება.

ჩოგბურთელის ადვოკატი მალხაზ სალაყაია კვლავ ირწმუნება რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე არანაირი ძალადობა არ ყოფილა.

ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჩოგბურთელი ბრალდებულია, მას 100 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.