1760892643
„შეიძლება, გოგომ ბიჭი მეჯვარე დაიყენოს...“ - მამა ანდრია

ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი, მამა ანდრია სარია ამბობს, რომ შესაძლებელია, გოგომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მეჯვარედ დაიყენოს, რადგან ამის შესახებ აკრძალვა, არ არსებობს.
„შოკის მომგვრელი ინფორმაცია გითხრა? შეიძლება თუ არა, გოგომ დაიყენოს ბიჭი მეჯვარედ? გიგიკვირდებათ, და გეტყვით, კი. საეკლესიო სწავლებით, თუ ადამიანი არის მონათლული, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, კაცი იქნება თუ ქალი, შეიძლება, მეჯვარედ დაიყენო. აკრძალვა არსად წერია, თუმცა, ტრადიციულად, ბიჭს ბიჭი ჰყავდა, გოგოს - გოგო. მაგრამ გოგოს თუ უნდა დაიყენოს ბიჭი მეჯვარედ, შეგიძლიათ,“ - ამბობს მოძღვარი.