1760892643
„გვინდა, მალე ისევ ერთად გნახოთ...“ - კომენტარები ჯორჯინა უზკატეგუის ახალ ფოტოზე

რამდენიმე დღეა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც.
ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა. არც ჯორჯინა, არც ილია ამ ფაქტზე საჯაროდ არ კომენტირებენ. ამ ხმაურიანი მოვლენების ფონზე, ჯორჯინა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა:
„გვინდა, მალე ისევ ერთად გნახოთ ყველა წყვილი გადის რთულ პერიოდს მეც ასე ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველა სხვა დაქორწინებულ წყვილსაც იგივე ეხება“.
„მიხარია შენი დანახვა“.
„საოცრად ლამაზი ხარ“, - წერენ კომენტარებში.