„სექტა შექმნა და არასრულწლოვან გოგონებს აუპატიურებდა...“ - იოგის ოსტატს ძალადობაში ადანაშაულებენ

იოგი

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელიც ეხება იოგის ცნობილ მასწავლებელს, იმრამ კრიიას, რომელიც რუსეთში პოპულარობით სარგებლობს და გავლენიანი ფიგურაა.

სობჩაკის რეპორტაჟში ხუთი ქალის გულახდილი ინტერვიუები იყო წარმოდგენილი.

ისინი აცხადებდნენ, რომ კრიიამ მათი ნდობა და გამოუცდელობა ბოროტად გამოიყენა, სექსუალურად იძალადა და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები მიაყენა.

ერთ-ერთი გოგონა, ანგელინა ამბობს რომ 2010 წელს 16 წლისა აღმოჩნდა იმრამთან. მეგობარმა დაპატიჟა მის კონცერტზე, სადაც თავად იმრამიც გაიცნო. მან კი შინ დაპატიჟა, იოგაში სავარჯიშოდ. პირველი ვიზიტი არ მოეწონა, მოეჩვენა, რომ სექტაში მოხვდა და აღარ წავიდა. თუმცა რამდენიმე წელში ისევ შეხვდა იმრამს საერთო ნაცნობების წრეში. მაშინ უკვე 20 წლის იყო და ბოიფრენდმა მიიყვანა იმრამთან, რომ გოგონა დეპრესიისგან განეკურნა. იმრამმა გამოაცხადა, რომ გოგონას ხერხემალზე ჰქონდა პრობლემა და პრაქტიკა შესთავაზა, რომელიც განკურნავდა. სინამდვილეში კი ეს სექსი იყო. მას ეს არ უნდოდა, მაგრამ ამბობს, რომ იმრამმა აიძულა და თან აუკრძალა ამაზე საუბარი.