„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გარშემო მუდმივად ხმაურია. მისი განცხადებები და შეფასებები ყოველთვის საზოგადოების დიდ ყურადღებას იპყრობს.
რა ვიცით ნინო ლომჯარიას შესახებ
ნინო ლომჯარიას ორი შვილი, 15 წლის ეკატერინე და 10 ნიკოლოზი ჰყავს. ხოლო, ომბუდსმენის მეუღლე შალვა ნეფარიძეა.
როგორ ახერხებს ნინო ლომჯარია პირად ცხოვრებას და წარმატებულ კარიერას ერთად ამის შესახებ ის ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.
„მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემი მეუღლის მხრიდან, ის ყოველთვის მიქმინდა კომფორტს იმ თვალსაზრისით, რომ მე მემუშავა და არ მქონოდა საფიქრალი რა ხდება სახლში. ბევრმა ოჯახურმა საქმემ მის ხელში გაიარა, მაგრამ ამის გამო მას ჩემთვის არასოდეს შეუქმნია პრობლემები. არ მახსდენება, რომ ჩემთვის ესაყვედურა, რომ ვაკლებ ყურადღებას…“– ამბობს ლომჯარია ერთ-ერთ ინტერვიუში.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა. იქამდე ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მთავარ აუდიტად ირაკლი მექვაბიშვილის დანიშვნის შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშნული ნინო ლომჯარია, მაშინ არ ფლობდა არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას და ყველაფერი მისი მეუღლის სახელზე იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ნინო ლომჯარიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 2 547 ლარი, ანაბარზე კი 9 658 ლარი ჰქონდა.
სახალხო დამცველს განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. კერძოდ, ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, მაგისტრის ხარისხი აშშ-ს სამართალში – 2011;
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი სამართალში – 2006.
დეკლარაციიდან, რომელიც ნინო ლომჯარიამ 2021 წლის დასაწყისში შეავსო, ირკვევა, რომ უძრავ-მოძრავი ქონების უმეტესობა მისი მეუღლის სახელზეა.
სახალხო დამცველის საკუთრებაშია 2019 წელს 25000 $ შეძენილი მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში. 2020 წელს ნინო ლომჯარიას სახელფასო ანაზრაურებამ 67536 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ლომჯარიას ანაბარზე 18 000 ათას ლარამდე თანხა ფიქსირდება.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მეუღლეს, შალვა ნეფარიძე ფლობს 68 კვ.მ ბინას თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ასევე მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი – 125 კვ.მ ამავე ქუჩაზე. ომბუდსმენის მეუღლემ 2008 წელს, 20 000 დოლარად ბორჯომში, დაბა ბაკურიანში შეიძინა მიწის ნაკვეთი.
როგორც ირკვევა, ნინო ლომჯარიას მეუღლე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს, იგი შ.პ.ს „იმედის“ 50%-ის მფლობელია, ერთი წლის განმავლობაში მან აღნიშნული შპს-დან ანაზღაურების სახით 12000 ლარი მიიღო.