მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს
1772654480
საუდის არაბეთის დედაქალაქიდან, რიადიდან თბილისში ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა. დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რეისები შესრულდება ომანის სასულთნოდან და საუდის არაბეთიდან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.