მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს
1772654480
ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს რაიმე რაკეტის გაშვებას მისი ტერიტორიის მიმართულებით“, - აღნიშნულია ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც თურქულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ნატოს დახმარებით ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. მომხდარის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.