1785404135
სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა
მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია.
როგორც გვანცა ფალიანი აღნიშნავს, სასტუმროს სტუმართა დიდი ნაწილი ძირითადად უცხოელები არიან. მიმდინარე სეზონზე სასტურმოს ვიზიტორების ძირითად ნაწილს უმეტესად, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოსული ტურისტები შეადგენენ,
„თუკი 2025 წლის მაისში უკეთესი დინამიკა გვქონდა, წელს კი ივნისისა და ივლისის თვეები შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგებით ხასიათდება. აგვისტოშიც ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც არსებული ჯავშნების, ისე ახალი ნაკადების მიღებას ველოდებით,“ - აცხადებს გვანცა ფალიანი.












