„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან - რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე 5 თანამშრომელი დაიღუპა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად, გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.